ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, სადაც მხარდაჭერა და დახმარების ახალი პაკეტი განიხილეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენის ვიზიტი შეაფასა, როგორც აშშ-უკრაინის ურთიერთობებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი.
"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-უკრაინის ურთიერთობების მთელ ისტორიაში", - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 20 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა.
ხელისუფლების წარმომადგენლებს - არც უკრაინელებს და არც ამერიკელებს - ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.
კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, ასევე შეზღუდულია გადაადგილება აშშ-ის საელჩოსთან და საელჩოდან ცენტრალური რკინიგზის სადგურისკენ მიმავალ გზებზე.
ჯო ბაიდენმა კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press