Foto

რუსულენოვანი სკოლა ავტორიზაციის მოპოვებას მოტყუებით ცდილობს

რუსულენოვანი სკოლა „პროექტორი“, რომელიც საირმის ქუჩაზე, ახალაშენებულ, ხუთსართულიან შენობაშია განთავსებული, საქართველოს განათლების სამინისტროსგან ავტორიზაციას დროებით დაქირავებული მაასწავლებლებით და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ელოდება.

2022 წლის 27 დეკემბერს სკოლა პროექტორმა, რომელსაც არ აქვს განათლების სამინისტროს ავტორიზაცია, უწყებას ამ ავტორიზაციის მისაღებად მიმართა.

მანამდე სკოლის დირექტორმა სოციალურ გვერდ „ფესიბუქზე“ სხვადასხვა რუსულენოვან ჯგუფებში განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ რომ ე.წ. სკოლა რამდენიმე საათით მასწავლებლებს ეძებს, რომ ავტორიზაციის საბჭოს თავგზა აუბნიოს.

სკოლის დამფუძნებელი და 50 პროცენტიანი წილის მფლობელი ანა პუჩკოვა სხვადასხვა ჯგუფებში წერს, რომ აკრედიტაციის დღეს საგნის მასწავლებლები სერთიფიკატებით და დიპლომებით სკოლის შენობაში უნდა გამოცხადნენ, ამისთვის მასწავლებლებს 300 ლარს გადაუხდიან. აკრედიტაციის მიღების შემდეგ კი განიხილავენ გრძელვადიან თანამშრომლობას.

 

„ვეძებთ სერთიფიცირებულ მასწავლებლებს საქართველოში სკოლის აკრედიტაციის გასავლელად. არ გვყოფნის სამი დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ორი რუსული სექტორის, ხოლო ერთი - ქართულის. გვჭირდება ხელოვნების პედაგოგი და მდგრადი განვითარების პედაგოგი - შეუძლიათ იმუშაონ როგორც გეოგრაფიის, ასევე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს. გვინდა მხოლოდ ის პედაგოგები, რომლებსაც გააჩნიათ ქართული სერთიფიკატები, ან/და ჩაბარებული აქვთ საკვალიფიკაციო გამოცდები. შესაძლებელია სხვა სკოლაში პარარელური მუშაობაც, შეგიდგენთ თქვენთვის მორგებულ გრაფიკს. ხელფასზე გასაუბრება შესაძლებელი იქნება ავტორიზაციის მიღების შემდეგ. ხელფასის რაოდენობა კი გრაფიკზე იქნება დამოკიდებული.

ავტორიზაციის მიღებამდე აუცილებელია წარმოადგინოთ თქვენი განათლების დამადასრურებელი დიპლომები და სერთიფიკატები, პოლიციიდან ორი ცნობა, (ღირებულებას ჩვენ ვიხდით) ასევე, შეისწავლოთ თქვენი საგნის პროგრამა. უნდა მოხვიდეთ სკოლაში აკრედიტაციის კომისიის ვიზიტის დღეს, ამისთვის ჩვენ გადაგიხდით 300 ლარს. ავტორიზაციის მიღების შემდეგ, განვიხილავთ სკოლასთან ხანგრძლივ თანამშრომლობას“, - წერს რამდენიმე რუსულენოვან ჯგუფში მფლობელი ანა პუჩკოვა.

პუჩკოვა წერს, რომ ჯერ არარსებულმა სკოლამ აკრდიტაციის მისაღებად ყველა დოკუმენტი შეაგროვა.

„ორი იურისტი, ექსპერტ-კონსულტანტი და ქართველი აკადემიური დირექტორი, პლუს ცალკე ადმინისტრატორი, სულ რამდენიმე თვეა მუშაობს. ჩვენმა ამჟამინდელმა და მომავალმა მასწავლებლებმა თარგმნეს დიპლომები, დაამოწმეს, აიღეს სერტიფიკატები ყველაფერზე, მოძებნეს კოლეგები ჩვენთვის“, - წერს პუჩკოვა.

როგორც სკოლა "პროექტორში" სააგენტო "ინტერექსპრესნიუსს" განუცხადეს, მასწავლებელთა მოწვევა ერთჯერადი აქცია არაა და სკოლა მათთან სამომავლო ხელშეკრულებას განიხილავს. ექპრესნიუსის" დამატებით შეკითხვაზე, რატომ გახდა ერთჯერადი 300 ლარის შეთავაზება მასწავლებლებისთვის საჭირო, მისმა ადმინისტრატორმა განმარტა, რომ პედაგოგებისთვის საგნის პროგრამის დაწერა დამატებითი დატვირთვაა, რაც შრომის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

აქ აღსანიშნავია, რომ საგნობრივ პროგრამას განათლების სამინისტრო ადგენს და სკოლის მხრიდან რაიმე დამატებით შრომას არ ითვალისწინებს.

"პედაგოგების ნაკლებობას არ განვიცდით ჩვენ მოწვეული გვყავს მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მე არ მესმის როდის მერე ინტერესდება ჟურნალისტი სკოლის პროგრამით და პედაგოგებით. ჩვენ ერთჯერადი შეთავაზებაც გვაქვს მასწავლებლებისთვის მხოლოდ იქიდან გამომდინარე რომ დამატებით შრომას გაწევენ. არანაირად არ უკავშირდება სკოლის აკრედიტაციის დღეს ერთჯერადი 300 ლარიანი ჰონორარი." - განაცხადა სკოლის ადმინისტრატორმა.

რუსულენოვანმა სკოლა პროექტორმა განათლების სამინისტროს ავტორიზაციის მოსაპოვებლად 2022 წლის 27 დეკემბერს მიმართა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსების დაფუძნებული სკოლა სკანდალში ეხვევა.

სკოლას ქართული ენა უცხო ენად ჰქონდა მითითებული. სკოლის ადმინისტრაციის განმარტებით, "ქართული როგორც უცხოერი" ნიშნავსენის შესწავლის ტექნოლოგიას, და სულაც არ არის მისი მნიშვნელობის პრიორიტეტი.

 ქართული ენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ჩვენი მოსწავლე 0 კლასიდან სწავლობს. ტერმინი „ენა, როგორც უცხოური“ ნიშნავს, რომ მოსწავლეები სწავლობენ მათთვის არა მშობლიურ ენას.

ქართული ენის სპეციალისტმა ქეთევან ყუფარაძემ გააპროტესტა საქართველოში ქართული ენის უცხოურად მოხსენიება.

„ქართული ენა იყო, არის და იქნება სახელმწიფო ენა! ჩემს ქვეყანაში უცხო ენა რუსულია! გთხოვთ, ქართული ასწავლეთ მთავარ ენად, დანარჩენს კი რუსული, უცხოურად! ვისაც არ მოსწონს ყველა გზა ხსნილია - დატოვეთ ჩემი ქვეყანა. ქართული ენა არ შეიძლება იყოს "უცხო" საკუთარ გეოგრაფიულ გარემოში. არავინ, ევროპაში, უცხოელებისთვის, არ ასწავლის თავიანთ ენას, როგორც უცხოელს.  ასწავლიან, როგორც მთავარ ენას, მცირე ზომის გადაფარვით“, - ამბობს ქეთევან ყუფარაძე.

არაავტორიზებულ სკოლაში სწავლა წელიწადში 6000 – 7500 დოლარი [შესაბამისად, 17000-21 000 ლარი] ღირს. ფასში შედის სასწავლო და საგანმანათლებლო  მასალები, სწავლება, დამატებითი წრეები, სამჯერადი კვება და გაკვეთილები 16:00 საათამდე.

ამას ემატება წლიური სარეგისტრაციო საფასური 150 დოლარი – მოსწავლის რეგისტრაციისა და დოკუმენტების მოსამზადებლად თბილისსა და მოსკოვში.

სკოლა იღებს ყველა საფეხურის მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. თითოეულ კლასში 10, 12 მოსწავლეა.

სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ სკოლას აქვს ავტორიზაცია (სავარაუდოდ რუსეთში) და მოსკოვის სკოლასთან პარტნიორობით ატარებს გამოცდებს კლასიდან კლასში გადასასვლელად.

„ამგვარად ჩვენს მოსწავლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიიღონ მოსკოვის სკოლის დოკუმენტები. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს, რუსეთის, უკრაინის თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის სკოლაში ბავშვს შეუძლია გადავიდეს თავისუფლად, ზედმეტი გამოცდების გარეშე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ქართული საგანმანათლებლო სტანდარტითაც მოვიპოვოთ ავტორიზაცია“, – წერია სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რაც ძალიან მნიშვნელოვანიასკოლას აქვს მოსკოვის სკოლების აკრედიტაციარაც იმას ნიშნავსრომ აქ რუსულ ატესტატს მიიღებთრუსული ატესტატით ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარება ჩვეულებრივად შეიძლება” - ვკითხულობთ ერთ-ერთრუსულენოვან ფორუმზე ამ სკოლის შესახებ.

„ინტერექსპრესნიუსმა“ განათლების სამინისტროს კომენტარისთვის მიმართა, პასუხის მიღებისთანავე სააგენტო „ექსპრესნიუსი“ განათლების სამინისტროს პოზიციასაც გაავრცელებს.