თურქეთში, ჰათაის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 213 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN Türk-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე, სულეიმან სოილუზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირის ცნობით, ახალი მიწისძვრების შემდეგ, სამ ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.
"ამ დროისთვის, 5 ადამიანის გამოყვანას ვცდილობთ ნანგრევებიდან, შემოსულია კიდევ 42 შეტყობინება", - უთხრა ჟურნალისტებს სოილუმ.
ცნობისთვის, გუშინ, 20 თებერვალს, თურქეთში, ჰათაის პროვინციაში, ადგილობრივი დროით 20:04 საათზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით, ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებიც დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.
აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის სამხრეთ ნაწილში 6 000-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. 6 თებერვალს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 და მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა, რასაც 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press