აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავიდა.
მედიის ცნობით, კიევში ვიზიტის შემდეგ ბაიდენი უკრაინის დედაქალაქიდან პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ფშემისლში მატარებლით ჩავიდა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაემართა.
ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჟეი დუდასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში 22 თებერვლამდე დარჩება, მისი ვიზიტი კი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წლისთავს უკავშირდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press