ბიძინა ივანიშვილი არც პროევროპელია, არც პრორუსი, ბიძა ივანიშვილი არის პროთავისი, - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, "ყველას ჩამოართმევს ხელს".
"ის ყველას ჩამოართმევს ხელს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს არის მისი მთავარი მიზანი. დღეს, ჩვენი ხელისუფლების ძალაუფლების სისტემა იმდენად ავტორიტარულია, რომ მიუღებელია და არ არის თავსებადი ევროპულ ფასეულობებთან. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივად, ის შორდება თანამედროვე დემოკრატიულ ევროპულ სამყაროს და ბუნებრივად მიდის რუსეთის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press