დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ე.წ. პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს.
"შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ბელარუსის რესპუბლიკიდან დაბრუნების შემდეგ, აფხაზეთის პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის პროგრამას გააგრძელებს", - ნათქვამია ე.წ. პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ასლან ბჟანია მინსკში გამგზავრებამდე შეხვედრებს, მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავდა. ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციას 14 თებერვალს ესტუმრა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press