Foto

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ელჩი, ლენ ტრეისი დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ამერიკის ელჩი, ლენ ტრეისი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკელი დიპლომატის დაბარება, კიევის რეჟიმის მხარეს საომარ მოქმედებებში შეერთებული შტატების მზარდ ჩართვას მოჰყვა. 

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ, როდესაც შეერთებული შტატები უკრაინას შეიარაღებით და სამხედრო პერსონალით ამარაგებს, რათა იერიში მიიტანონ რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ეს პირდაპირ ადასტურებს შეერთებული შტატების განცხადებების სიცრუეს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები არ არის კონფლიქტის მხარე.

ვაშინგტონს სიტუაციის ესკალაციისთვის მოუწოდეს, რომ გადადგას ნაბიჯები, და გაიყვანოს შეერთებული შტატების და ნატო-ს სამხედრო ტექნიკა ომის ველიდან და შეწყვიტოს ანტი-რუსული მოქმედებები.

შეგახსენებთ, 20 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფებოდა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა.