რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორების უკრაინისადმი მხარდაჭერა აუცილებელია, ვინაიდან თუ უკრაინა დამარცხდება ეს იქნება საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის.
"რუსეთს არავინ ესხმის თავს, აგრესორი თავად რუსეთია. უკრაინა ამ აგრესიის მსხვერპლია და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვის უფლებას. რაც დღეს ვნახეთ არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის ემზადება ომისთვის, ახალი შეტევებისთვის. ის ემზადება მეტი ჯარის, მეტი იარაღის გაგზავნისთვის უკრაინაში. ამიტომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რადგან ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის, თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press