რუსეთის განცხადება, რომ ის აჩერებს მონაწილეობას, ღრმად სამწუხარო და უპასუხისმგებლოა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები დააკვირდება, რუსეთის ქმედებებს და მიიღებს ყველანაირ ზომას, რომ უზრუნველყოფილი იყოს შეერთებული შტატების და მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოება.
"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ რას გააკეთებს სინამდვილეში რუსეთი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, სათანადო მზადყოფნაში ვიქნებით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ბლინკენმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press