Foto

ბაიდენი - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება

მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ შეერთებული შტატების ერთგულება რეალურია და რომ ერთი წლის შემდეგ მე ვიტყოდი, რომ ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ თავის მხრივ შეერთებული შტატების უკრაინისადმი დახმარება ურყევი რჩება.

„მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ შეერთებული შტატების ერთგულება რეალურია და რომ ერთი წლის შემდეგ მე ვიტყოდი, რომ ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება“, - განაცხადა ბაიდენმა.