Foto

რუსეთის საგარეო - ვაპირებთ, რომ საკითხს პასუხისმგებელობით მიუვუდგეთ და გავაგრძელებთ სტრატეგიული იარაღის შეზღუდვების დაცვას

რუსეთმა პირობა დადო, რომ შეასრულებს ბირთვული ქობინებისა და ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის შეზღუდვების სტანდარტს, მიუხედავად იმისა, რომ მათ გადაწყვიტა ხელშეკრულების შეჩერება. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი საკითხს პასუხისმგებლობით უდგება და აპირებს დაიცვას შეტევითი იარაღის რაოდენობრივი შეზღუდვები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ ხელშეკრულება START-ის შეჩერების გადაწყვეტილება შეიძლება შექცევადი იყოს, თუ ვაშინგტონი გამოავლენს პოლიტიკურ ნებას და გამოიჩენს კეთილსინდისიერ ძალისხმევას დეესკალაციისთვის, რაც შექმნის პირობებს ხელშეკრულების სრული ფუნქციონირების აღდგენისთვის.

„ბირთვულ სარაკეტო სფეროში პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის საკმარისი ხარისხის შესანარჩუნებლად, რუსეთი აპირებს, რომ საკითხს პასუხისმგებელობით მიუდგეს და გააგრძელებს სტრატეგიული იარაღის რაოდენობრივი შეზღუდვების დაცვას, რომლებიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, START არის რუსეთ-ამერიკის ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი იარაღის შესახებ. ის ზღუდას ბირთვული ქობინების წარმოების რაოდენობას  1550-მდე, ხოლო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების და მძიმე ბომბდამშენების რაოდენობას 700-მდე.

დოკუმენტს ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა 2010 წელს მოაწერეს ხელი და ძალაში 2011 წლის თებერვალში შევიდა. 2021 წლის ზამთარში რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელშეკრულება 2026 წლის 5 თებერვლამდე გაახანგრძლივეს.

დღეს, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისადმი მზარდი დახმარების გამო სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას აჩერებს.