"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოში გელათის გარდა, ჯვრის მონასტერიც ნადგურდება. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მონასტერში "ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი და არის ვანდალიზმის ფაქტები".
ენმ-ის თავმჯდომარემ, რომელმაც საგანგებო განცხადება სწორედ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გააკეთა, კულტურის სამინისტროს ძეგლის გადასარჩენად პროფესიონალების დახმარება შესთავაზა.
"ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები - ის, რომ ჯალათეა ანგრევს და ანადგურებს გელათს. ჩვენი შეთავაზებაც იცის საზოგადოებამ, რომ მზად ვართ, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ, უზრუნველვყოთ მათ შორის ფინანსურადაც, რომ რაც დარჩენილია, ის მაინც არ განადგურდეს. ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ინგრევა ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში. ჯვრის მონასტერში ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები - რუსული წარწერებია გაჩენილი ჯვრის მონასტერზე. უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, მძიმე რეალობაა. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხება და სამწუხაროდ, უპირველესად ეს ეხება ჯალათეას, რომელიც მინისტრია და რომელსაც გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მონასტრის რეაბილიტაცია. ის, რომ ქვები არ ცვიოდეს და ლოდები არ ეცემოდეს ჯვრის მონასტერში ადამიანებს; ის, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მე-6 საუკუნის არ ნადგურდებოდეს, ჩემდა სამწუხაროდ, ეხება ჯალათეას - ადამიანს, რომელიც ანადგურებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ჯვრის მონასტერში სწრაფად ჩატარდეს რეაბილიტაცია. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ თეა წულუკიანს ეს ფინანსები აქვს შეჩერებული. ერთი ხელის მოწერით შეუძლიათ რამდენიმე წუთში დაიწყონ აქ საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ჯვრის მონასტრის არდანგრევას, არგანადგურებას, თუმცა სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს ხელისუფლება. ამ შემთხვევაშიც პროფესიონალებთან ერთად ვთავაზობთ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას", - აცხადებს ხაბეიშვილი.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press