კვება რჩება არაბალანსირებული - პაციენტი არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დავარაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, 20 თებერვალს ექსპრეზიდენტის წონა 67.2 კგ, სხეულის მასის ინდექსი კი, 18.2 იყო.
მკურნალი ექიმის თქმით, არასრულფასოვანი კვებისა და წონის კლების მიუხედავად, ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის.
"პაციენტის მდგომარეობა არის შემდეგი - ტენდენცია დამძიმებისკენ მიდის იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული 20 რიცხვისთვის წონა იყო 67.2 და სხეულის მასის ინდექსი იყო 18.2. დასუსტებულია ძალიან, მწოლიარე მდგომარეობაშია. აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ყველაზე სავალალო არის ის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. ანუ იმ საკვების ათვისება, რასაც ის იღებს, ხდება. პირღებინება ან გულისრევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირდეს, მაგრამ ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. ამ ეტაპზეც პაციენტის ლაბორატორიული მონიტორინგი ხდება ყოველკვირეულად. მოსალოდნელიც იყო, რომ უმნიშვნელო ცვლილებები არის. ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს სალათები. პაციენტს სჯერა რასაც ვეუბნები, ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება. ამ ფონზე ჰემოდინამიკური-რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური. შემოსვლის დღიდან ზუსტად იმიტომ მოთავსდა პაციენტი პალატაში, რომ მისი მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლებში და მიუხედავად წონის კლებისა და არასრულფასოვანი კვებისა, რჩება ნორმის ფარგლებში", - განაცხადა თამარ დავარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press