პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება,- ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.
ჩხაიძის თქმით, პაციენტი რეკომენდაციებს იმ შემთხვევაში შეასრულებს, როდესაც იქნება თავისუფალი.
„ყველაფერი განპირობებულია მისი ფსიქო-ემოციური ფონიდან გამომდინარე. პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება. ამას პაციენტი თვითონაც ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება თავისუფალი“,- განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდან აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს, მაგრამ ის რა მიზანიც აქვს სამედინიცო მხარეს, იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს თავად პაციენტსაც.
„შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რაც დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა და პაციენტისთვის კეთდება ყველა ის საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება, ეს იქნება ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მაგრამ, მოგეხსენებათ სამკურნალო პროცესი შედგება 2 მთავარი კომპონენტისგან, ეს არის ერთი პაციენტის მხარე და მეორე- სამედიცინო პერსონალი. მე შემიძლია თამამად გითხრათ თქვენ ყველა ჩვენი ექიმის სახელით, რომ ჩვენი ექიმები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და შეთავაზებული აქვს მას თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი თუ საშუალება, მაგრამ არის მეორე მხარე - უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რა მიზანიც აქვს სამედიცინო მხარეს და იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც, ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია რამდენად მიღწევადია ეს თუ რას ვაღწევთ ჩვენ პაციენტზეც და მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რატომ ხდება ამდენი ხნის განმავლობაში, რატომაა ასეთი შედეგი რაც გვაქვს. შემიძლია გაგახსენოთ რომ თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა მას უჭირს გადაადგილება, ამაზე მკურნალი ექიმი მოგახსენებთ, რა არის ამის მიზეზი",- დასძინა ჩხაიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press