პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა-სამმა კაცმა იცის ინგლისური, ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ძალიან დიდი სირცხვილია - ამის შსახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას.
„პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა სამმა კაცმა იცის ინგლისური. ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ეს თავისთავად ძალიან დიდი სირცხვილია. ლევან ხაბეიშვილის ან მისი სხვა მეგობრების ინგლისური მოიკითხონ, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, სხვისი უცხო ენების ცოდნა მათი გადასამოწმებელი არ არის. ისინი არიან კოლექტიური „ქურქუმალ ვაითი“ და სხვას უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, რაც უბრალოდ, სირცხვილია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press