უკრაინაში, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 8 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა, 13 000-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ახალ ანგარიშში.
გაერო-ს განახლებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულია სულ მცირე 487 და დაშავებულია 954 ბავშვი.
მათივე ცნობით, გარდაცვალება და დაშავება ძირითადად მძიმე არტილერიამ, სარაკეტო და საჰაერო იერიშებმა გამოიწვია.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. ზუსტი მონაცემების მოპოვება შეუძლებელია, რადგან არ არის წვდომა იმ ადგილებში, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან რუსი ოკუპანტები იმყოფებიან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press