ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა, ისეთი გმირული სულის იყო, - ასე გამოეხმაურა ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დედა რუსუდან ტატუნაშვილი შვილის გარდაცვალების 5 წლის თავს და გაიხსენა დეტალები, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მისი შვილი წამებით მოკლეს.
რუსუდან ტატუნაშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილი სამშობლოს დასაცავად თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო, რაც ნათლად გამოჩნდა, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელი კვლავაც დაუსჯელია და მეტიც წამებით ადამიანის მოკვლის გამო დაწინაურებულია.
"ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა, ისეთი გმირული სულის იყო. სამშობლოსათვის დასაცავად თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო. მკვლელებიც დაუსჯელები არიან, ვერ მოვესწარით მაგას, ვერც ჩემი მეუღლე მოესწრო და ვერც მე მოვესწრები რომ ამის მკვლელები დაისაჯონ.
დააწინაურეს ის მკვლელი გურწიევი ვინც იყო.
უნდა ეღიარებინა, რომ ვითომ შესულიყო რომ მოეწყო ტერორისტული აქტი და ჩაეშალა პუტინის არჩევნები. უნდა ეღიარებინა ეგ კამერების წინ, მაგრამ რომ არ ითანამშრომლა იმათთან და არ გაურიგდა მეტრს იმიტომ აწამეს", - ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს 5 წელი გავიდა, ის ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press