შიში აქვთ, რომ შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესი - ორგანოების გათიშვა, შეიძლება ადამიანი ჩავარდეს კომაში, - ასე გამოეხმაურა გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა “ვივამედში” გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, კლინიკა “ვივამედი” ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ახსნა მოუძებნოს, მაგრამ აღიარებენ, რომ ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.
“შიში აქვთ, რომ შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი პროცესი - ორგანოების გათიშვა, შეიძლება ადამიანი ჩავარდეს კომაში, არის ამის მონაცემები, ამის პროგნოზები გაკეთდა ადრე ძალიან ცნობილი ექიმებისგან. კლინიკის დანაშაული რომ აიცილონ, ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს რაღაც სხვა ახსნა მოუძებნონ, თუმცა იმას ამბობენ, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში", - განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, დღეს, 22 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კლინიკა "ვივა მედში” საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
კლინიკამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა პასუხისმგებლობას თავად პაციენტს დააკისრეს.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press