ინდოეთს არ სურს G20-მა განიხილოს დამატებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის გამო, სანამ ქვეყანა დომინირებს ბლოკში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ინდოელი დიპლომატის თქმით, ქვეყანა არ არის დაინტერსებული G20-ის შეხვედრების დროს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დამატებითი სანქციების განხილვით, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ არსებულმა სანქციებმა მსოფლიოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
"ინდოეთი არ არის დაინტერესებული G20-ის შეხვედრების დროს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე დამატებითი სანქციების განხილვით ან მხარდაჭერით. რუსეთის წინააღმდეგ არსებულმა სანქციებმა მსოფლიოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა", - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
სხვა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ სანქციები არ არის G20-ის საკითხი, რადგან ფორუმი ეკონომიკური განვითარების ზრდას ეხება.
ინდოეთში G20-ის შეხვედრის ფარგლებში, G7-ის ქვეყნების ფინანსური ლიდერები შეიკრიბებიან 23 თებერვალს, შეჭრის პირველი წლისთავის წინა დღეს, რათა განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომები, განაცხადა იაპონიის ფინანსთა მინისტრმა წინა დღეს.
ოფიციალური პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ G20-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მომავალ შეხვედრაში, განაცხადეს, რომ კონფლიქტის დროს ეკონომიკური გავლენა განიხილება, მაგრამ ინდოეთს არ სურს განიხილოს შემდგომი ქმედება რუსეთის წინააღმდეგ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press