პეკინი კონსტრუქციულ როლს ითამაშებს უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაში, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინური მხარე, ისევე როგორც ყოველთვის, მტკიცედ დაიცავს ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას.
„ჩინური მხარე, ისევე როგორც წარსულში, მტკიცედ დაიცავს ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას და ითამაშებს კონსტრუქციულ როლს კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაში“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში.
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პუტინს განუცხადა, რომ პეკინი მზად არის, იმუშაოს რუსეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press