Foto

შაჰინი - ვერ გექნება ქმედითი დემოკრატია, თუკი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მედიაში, შეიძლება მოხვდნენ ციხეში

ვერ გექნება ქმედითი დემოკრატია, თუკი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რეპორტიორებად, მუშაობენ მედიაში, შეიძლება მოხვდნენ ციხეში იმისთვის, რასაც გადასცემენ, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და წარმოადგენენ იმ პირობების ნაწილს, რომელთა მოგვარებასაც ევროკავშირი საქართველოს სთხოვს.

"დემოკრატიულ ქვეყანაში პრესის, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გექნება ქმედითი დემოკრატია, თუკი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რეპორტიორებად, მუშაობენ მედიაში, შეიძლება მოხვდნენ ციხეში იმისთვის, რასაც გადასცემენ. ეს არის დემოკრტიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და წარმოადგენენ იმ პირობების ნაწილს, რომელთა მოგვარებასაც ევროკავშირი სთხოვს საქართველოს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიაზრონ, რომ, თუკი დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობ, ოპონენტები ციხეში არ უნდა ჩასვა და ჟურნალისტები ციხეში არ უნდა ჩასვა. უნდა დაიცვა კანონის უზენაესობა", - განაცხადა შაჰინმა.