Foto

უკრაინის პრეზიდენტი - არ შევამცირებთ როგორც გარე, ისე შიდა ზეწოლას მტერზე

არ შევამცირებთ როგორც გარე, ისე შიდა ზეწოლას მტერზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ქვეყანა "დიპლომატიურ ტემპს" ინარჩუნებს და საგარეო პოლიტიკის მხრივ, კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს.

"კვირის მეორე ნახევარი კიდევ უფრო აქტიური იქნება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. ჩვენ ვინარჩუნებთ დიპლომატიურ ტემპს. როგორც ყოველთვის, მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი მოხსენებებს ჩვენი სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ლიდერებისგან. კერძოდ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ „შეტევითი გვარდიის“ ახალი ბრიგადების ფორმირების შესახებ ისაუბრა. შედეგები კარგია.

მე გავმართე რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრა ჩვენი ქვეყნის მხრიდან სანქციების შემდგომი ნაბიჯების კონტექსტში. ჩვენ არ შევამცირებთ ზეწოლას მტერზე - როგორც გარე, ისე შიდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.