ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია (CCTV) ქვეყნის მიწისძვრის ქსელების ცენტრზე (CENC) დაყრდნობით ავრცელებს.
CENC-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები, ადგილობრივი დროით 08:37 საათზე, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, ეპიცენტრი ჩინეთ-ტაჯიკეთის საზღვრიდან, დაახლოებით, 82 კილომეტრში, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე იყო და ჩინეთის დასავლეთ სინძიანის რეგიონის ზოგიერთ რაიონში, მათ შორის კაშგარსა და არტუქსშიც ძლიერად იგრძნობოდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press