ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის (RUJ) მუშაობის შეჩერების შესახებ განაცხადა. IFJ-მ გადაწყვეტილება 22 თებერვალს, გლობალური აღმასრულებელი კომიტეტის კენჭისყრის შემდეგ მიიღო.
ფედერაციის განმარტებით, გადაწყვეტილება RUJ-ის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობის დაწყებას უკავშირდება.
„IFJ არის ორგანიზაცია, რომელიც აგებულია საერთაშორისო სოლიდარობაზე, წევრ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის პრინციპებსა და ყველა ჟურნალისტის უფლებების პატივისცემაზე. რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ქმედებებმა, ანექსირებული უკრაინის ტერიტორიებზე ოთხი ფილიალის დაარსების თაობაზე, აშკარად დაარღვია ეს სოლიდარობა და დაძმობილ კავშირებს შორის განხეთქილება დათესა", - განაცხადა IFJ-ის პრეზიდენტმა, დომინიკ პრადალიემ.
ცნობისთვის, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი საერთაშორისო ფედერაციაში 1995 წლიდან შედიოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press