ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გადასცემს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის, მიკო სავოლას განცხადებით, უკრაინას ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე მხარდაჭერა კვლავ სჭირდება.
"24 თებერვალს რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება და უკრაინას თავდაცვაში მხარდაჭერა კვლავ სჭირდება. ჩვენ გავგზავნით მეტ თავდაცვის ტექნიკას", - განაცხადა სავოლამ.
როგორც Reuters-ი წერს, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ იანვარში თქვა, რომ ფინეთი საბრძოლო ტანკების ევროპულ შემოწირულებაში მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა ქვეყნის წვლილი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოკრძალებული იქნებოდა.
"ფინეთის წილი ტანკებში, რომელიც უკრაინას უნდა გადასცეს, ვერ იქნება დიდად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთის გრძელი საზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ - ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ნატო-ს წევრები და არ შეგვიძლია, საკუთარ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა", - თქვა სავოლამ.
აღსანიშნავია, რომ ფინეთს, რომელსაც რუსეთის ფედერაციასთან 1 300-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, 200-ზე ნაკლები Leopard 2 აქვს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press