დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი წელი გაგრძელდეს.
LBC- თან ინტერვიუში უოლესმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ომი უკვე წააგო.
„ვფიქრობ, რომ რუსეთმა სრული უყურადღებობა გამოავლინა არა მხოლოდ უკრაინის ხალხის, არამედ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის მიმართ. მოგეხსენებათ, 12 თვეში 188 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა. თქვენ იცით, როდესაც ვინმე კვეთს ზღვარს და ფიქრობს, რომ კარგია ამის გაკეთება საკუთარ ხალხისთვის, მაშინ ასევე ფიქრობს, რომ არ აპირებს გაჩერებას”, - თქვა უოლესმა.
მან დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინის არმიის 97% უკვე ჩართულია ომში და მისი ტანკების ორი მესამედი უკვე განადგურებულია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ბრძოლა უკრაინის ტერიტორიაზე გაზაფხულის ბოლოს ან 2023 წლის ზაფხულისთვის დასრულდებოდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press