სიცრუეს „გვატენიან“, რომელიც გვინდა თუ არა უნდა მივიღოთ და ამას საფუძვლად უდებენ იმას, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს და ევროკავშირის წევრი ვერ გახდებითო, სწორედ ეს არის ზიანი ფუნდამენტური ღირებულებების ბრძოლისთვის, - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა დაისვას კითხვები, უნდა თუ არა საზოგადოებას იმ ევროკავშირში გაწევრიანება, სადაც კუბილიუსი ქვეყანას მოუწოდებს, რომ მისი თამაშის წესით ითამაშოს, გაათავისუფლოს კრიმინალი და მართლმსაჯულებაზე დახუჭოს თვალები.
„დემოკრატია რატომ გვინდა? ადამიანებმა საკუთარი არჩევანი თავისუფლად გამოხატონ იმ ძალის მიმართ, ვინც უნდათ, რომ ქვეყანა მართოს. ეს წესები ყველამ უნდა დავიცვათ და როცა ამ სიტუაციის აღრევა ხდება და სიცრუეს „გვატენიან“, რომელიც გვინდა თუ არა უნდა მივიღოთ და ამას საფუძვლად უდებენ იმას, რომ თუ ამას არ გააკეთებთ, ვერ მიიღებთ სტატუსს და ევროკავშირის წევრი ვერ გახდებითო, სწორედ ეს არის ზიანი ფუნდამენტური ღირებულებების ბრძოლისთვის. როცა ხაზს უსვამენ, რომ 85 პროცენტი მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რომელ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ? ეს კითხვები ხომ უნდა დავსვათ. იმ ევროკავშირზე უნდა გვქონდეს აქცენტი გაკეთებული, რომელსაც კუბილიუსი გვთავაზობს თავისი, რაღაც გაურკვეველი წესების თამაშით და მოგვიწოდებს, თუ კრიმინალს არ გაათავისუფლებ, მართლმსაჯულებაზე თვალებს არ დახუჭავ და ა.შ. ეს ისეთი თემებია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა მივაწოდოთ", - განაცხადა ყაველაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press