Foto

ჩხაიძე ხაჭაპურიძეზე - სწორედ მასზეა ქართული ანდაზა - ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო

ჟურნალი არ არის რუსული. ჟურნალი არის სომხეთის. სამეცნიერო ჟურნალი ხაჭაპურიძე შალვასგან ძალიან შორს არის, - ასე გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომელმაც ჩხაიძე რუსული გაზეთის საბჭოს წევრობაში დაადანაშაულა, რომლის რედაქტორიც პუტინმა დააჯილდოვა.

მისივე თქმით, შალვა ხაჭაპურიძემ წერა-კითხვაც კი არ იცის და სწორედ მასზეა ქართული ანდაზა : ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო.

„ჟურნალი არ არის რუსული. ჟურნალი არის სომხეთის. სამეცნიერო ჟურნალი ხაჭაპურიძე შალვასგან ძალიან შორს არის. ელემენტარული წერა-კითხვა არ იცის და ელემენტარული ტერმინოლოგია ვერ ვასწავლეთ ამ კაცს წელიწადის განმავლობაში. ამაზეა ზუსტად ქართული ანდაზა - ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო“, - განაცხადა ჩხაიძემ.