დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს "სამშობლოს დამცველის დღეს“ ულოცავს.
როგორც ბჟანიამ მისალოც წერილში წერს, ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაური, "ქვეყნის გარე საფრთხეებისგან დაცვის მნიშვნელოვან ამოცანას ასრულებს".
"თქვენ ასრულებთ უმთავრეს ამოცანას - დაიცვათ თქვენი სამშობლო მტრის საფრთხეებისგან. ხართ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაური. ფასდაუდებელია რუსეთის ფედერაციის დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დამყარებასა და განმტკიცებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასლან ბჟანიამ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს "ახალი გამარჯვებები" და ჯანმრთელობა უსურვა.
"სამშობლოს ყველა დამცველს ვუსურვებ, პატივითა და ვაჟკაცობით ემსახურონ რუსეთში მშვიდობისა და კეთილდღეობას. ხოლო ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ნება მომეცით, გისურვოთ ჯანმრთელობა, ახალი გამარჯვებები, მშვიდობა და კეთილდღეობა!”,- წერს ბჟანია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press