Foto

ჯანეტ იელენი - ჩინეთმა არ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინაში რუსეთის ომს ან დაეხმაროს რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში

ჩინეთმა არ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინაში რუსეთის ომს ან დაეხმაროს რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი რუსეთს მხარს დაუჭერს ამას მოჰყვება სერიოზული შედეგები, მათ შორის ჩინეთის მთავრობის, ბანკების და კომპანიების ფართომაშტაბიანი დასანქცირება.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთისთვის მატერიალური დახმარების გაწევა ან ნებისმიერი ტიპის სისტემური სანქციების თავიდან აცილებაში დახმარება ჩვენთვის ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვუმარტავთ ჩინეთის მთავრობას, კომპანიებსა და ბანკებს ჩვენს სანქციებთან დაკავშირებით წესებს და რა სერიოზული შედეგები მოჰყვება მათ დარღვევას“, - განაცხადა იელენმა.