დონეცკში, პეტროვსკის რაიონის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა სამი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, დიმიტრი გარცევი ავრცელებს.
მისივე თქმით, სამივე დაღუპული სასწრაფო დახმარების ჯგუფის წევრი იყო, რომლებიც დაჭრილების ევაკუაციაში მონაწილეობდნენ.
გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ასევე დაშავებულია ერთი მედდა ქალბატონი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რვა მაშველი.
„დღეს, ქალაქ დონეცკის პეტროვსკის რაიონის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა სასწრაფო დახმარების ბრიგადის სამი წევრი, რომლებიც მონაწილეობდნენ დაჭრილების ევაკუაციაში“, - ნათქვამია გარცევის განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი &bdquo...
ისრაელმა ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და ...
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმ...
უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მხრიდან მასშტ...
რუსეთმა გასულ ღამეს ჩერნიგოვზე დრონებით იე...
Mana press