აქციის არცერთი ორგანიზატორი, არ წასულა საქართველოდან გარდა ელენე ხოშტარიასი, რომელმაც მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, როცა ხელისუფლება დაიმალა და უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებულ კიევში ჩასვლის მოწვევაზე, - ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილის განცხადებას რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქციის ორგანიზატორებს "პარაზიტები" უწოდა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და 24 თებერვლის აქციასთან და მის ორგანიზატორებთან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს.
"აქციის არცერთი ორგანიზატორი, რომელთა რაოდენობა 100 ადამიანზე მეტია, არ წასულა საქართველოდან გარდა ელენე ხოშტარიასი, რომელმაც მას შემდეგ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა, როცა ხელისუფლება დაიმალა და უარი თქვა უკრაინის შემოთავაზებულ კიევში ჩასვლის მოწვევაზე. ასე რომ, კობახიძისა და პაპუაშვილის ეს განცხადება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და 24 თებერვლის აქციასთან, მის ორგანიზებასთან, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. უფრო მეტიც, ხვალინდელი აქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს რა პასუხისმგებლობითა და ორგანიზებულობით შეგვიძლია საქმის კეთება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება." აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ ორგანიზატორებმა, რომლებმაც 24 თებერვალს საქართველოში უკრაინის სოლიდარობის აქცია დაანონსეს, თავად უკრაინაში წავიდნენ და ამ ყოველივეს მან "პარაზიტობა" უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press