ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ შემდეგია : პუტინს საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ - ქართველები იქნებით, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში წარმოებული ომი მთელი მსოფლიოსთვის დიდი ტრაგედია და საფრთხეა, ვინაიდან რუსეთმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლის სანაცვლოდ რუსეთის ტერიტორიის გაფართოება გადაწყვიტა.
"ტრაგედიის ერთი წელი, კატასტროფის ერთი წელია ჩვენს სამშობლოში. ეს არის დიდი ტრაგედია თითოეული უკრაინელისთვის. ეს არამხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის დიდი ტრაგედიაა. მაგრამ ეს ყველაზე დიდი ტრაგედია აღმოჩნდა რუსეთისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც ერთ დღეს გადაწყვიტა, რუსეთის გაფართოებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გაენადგურებინა. უკრაინა აკვირვებს მთელ მსოფლიოს ჩვენი წინააღმდეგობით. ჩვენ მხოლოდ დღეებსა და კვირებს გვაძლევდნენ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ერთი წელია წარმატებით ვიცავთ სამშობლოს. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ შემდეგია: პუტინს საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ - ქართველები იქნებით. ჩვენ ვიბრძვით არამხოლოდ ჩვენი სახლებისთვის, არამედ თქვენი სიცოცხლეებისთვისაც", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press