Foto

პრეზიდენტი - საქართველოს მთავრობამ თავი იზოლაციაში მოაქცია

საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავის თავი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ათონელის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი, ვითომ ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია.

„ამ მოცემულობაში არ შემიძლია არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავის თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი, ვითომ ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია.

გაუგებარი იმ ქვეყნისგან, რომელმაც იგივე განსაცდელი არაერთხელ გაიარა და კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენიტეტის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე.

საბენიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია. ყველა ფორმით და ყველა საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვან მეგობარ ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა კი, არაერთელ გვაჩვენეს ის თუ სად დგას ქართველი ხალხი.

დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობისა და სიახლოვის, რაც ამ დროშებით და ჩვენი ნებით გამოიხატება. თბილისი თავის მხრივ მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და რაღაც, საკუთარი ინტერესების ძახილმა არ დაგვავიწყებინოს მთავარი - საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში, თუმცა დროული მზადყოფნის მიუხედავად მოწვევა ვერ მიიღო.

"ამ საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავარგძელებ.

მიმაჩნია, რომ საქართელოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოხვატე, სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე, სამაგიეროდ პარლამენტმა მოწვევის მიუხედავად მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაეგზავნა.

ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ დღეს უკრაინაში წარმოდგენილი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იყოფებიან",- დასძინა პრეზიდენტმ