ქართველი ხალხი ომის პირველი დღიდან იდგა უკრაინელების გვერდით და ამ ცივილიზაციურ ომს საკუთარ ომად აღიქვამდა, ვიცოდით და ვიცით - ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ცალ-ცალკე დავმარცხდებით, - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, უკრაინაში გაგრძელდა არნახული მასშტაბისა და სისასტიკის ტერორიზმი, რომელსაც პუტინი ამართლებს მშვიდობის სახელით, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ეთანხმება პუტინს და ომში უკრაინას ადანაშაულებს.
"ერთი წელი გავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, თუმცა რთულია ამას უწოდო რუსეთის აგრესიისა ან რუსული ომის დასაწყისი;
24 თებერვალს გაგრძელდა რუსული იმპერიალისტური მისწრაფებების სასტიკი და თავხედური განხორციელება;
გაგრძელდა ის საბჭოთა ქმედება, რაც ნანახი გვაქვს ბევრგან, მათ შორის საქართველოში მრავალჯერ, გაგრძელდა არნახული მასშტაბისა და სისასტიკის ტერორიზმით - რომელსაც პუტინი ამართლებს მშვიდობის სახელით, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ეთანხმება პუტინს და ომში უკრაინას ადანაშაულებს.
ამ ომით არაფერი გაგვიგია ახალი რუსეთზე - თუმცა ბევრი გავიგეთ მებრძოლ და ამაყ უკრაინელებზე;
ეს იყო პატრიოტიზმის, გმირობის, ერთობის წელი უკრაინაში და ეს იყო წინააღმდეგობის მაგალითი ცივილიზებული სამყაროსათვის.
ეს იყო წელი რომელმაც სამყარო გაყო შავად და თეთრად, კეთილად და ბოროტად, წელი რომელმაც ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი.
კიევი სამ დღეში უნდა დაცემულიყო - ასეთი იყო რუსული წინასწარმეტყველება, თუმცა დღეს კიევი დგას და დგას ამაყი როგორც არასდროს, დგას ამ ბრძოლაში ბევრ მეგობართან, გულშემატკივართან ერთად და აძლევს მათ თავისუფლებისა და ამ თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითს!
რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს და არა მხოლოდ უკრაინის მტერია, არამედ არის ცივილიზებული სამყაროსა და თავისუფლების იდეის მტერი, უკრაინის ომი კი ყველას ომია - ვისთვისაც თავისუფლება ღირებულებაა;
ქართველი ხალხი ომის პირველი დღიდან იდგა უკრაინელების გვერდით და ამ ცივილიზაციურ ომს საკუთარ ომად აღიქვამდა, ვიცოდით და ვიცით - ან ერთად გავიმარჯვებთ, ან ცალ-ცალკე დავმარცხდებით, ზუსტად ამიტომ იბრძვიან ქართველი მებრძოლები ფრონტის წინა ხაზზე, იცავენ საქართველოსა და თავისუფალი სამყაროს საზღვარს ბოროტებისგან!
უკრაინა გაიმარჯვებს, თავისუფლების იდეა ვერ დამარცხდება - გმირული ბრძოლის წელი აუცილებლად სახელოვანი გამარჯვებით დასრულდება და ამით დასრულდება იმპერიალისტური რუსეთი",- წერს ნიკა მელია.
ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press