Foto

ჰერჩინსკი „უცხოური აგენტების“ კანონზე - ეს შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან

რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე [ევროკავშირის] 12 პრიორიტეტთან, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონს "უცხოური აგენტების" შესახებ.

მისივე თქმით, "უცხოური აგენტების" შესახებ კანონი შეფასდა ასევე ბრიუსელშიც, სადაც კანონი შეფასდა როგორც, შემაშფოთებელი და სამწუხარო.

"ე. წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი შეფასდა ბრიუსელის მიერ და მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები შემაშფოთებელი, სამწუხარო. მე რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს ინიციატივა შეუთავსებელია, სულ მცირე [ევროკავშირის] 12 პრიორიტეტთან. პირველი პრიორიტეტი მედიის თავისუფლებაა, მეორე - სამოქალაქო საზოგადოება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი მესიჯი, რომელიც ამავდროულად ცუდ დროს შემუშავდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორმე გადაიფიქრებენ და არ მიიღებენ. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაიქცევა კანონად", - განაცხადა ჰერჩინსკმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.