ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას, უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე, - ასე ეხმაურება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ომში რუსეთის უპირატესობებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს.
კასიანოვმა რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც "უვარგის დეპუტატს" პარლამენტის სპიკერის "სკამი ნებაყოფლობით დაუთმო", თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ "აშკარად პრორუსულ განცხადებებს აკეთებს".
"ირაკლი კობახიძის აშკარად პრორუსული განცხადებები, რომელიც ეხება ომში რუსეთის უპირატესობას და რომ რუსებმა დაიკავეს ათი დასახლებული პუნქტი უკრაინაში - სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვკვირვებია პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს. მან ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოლიტიკას. ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას, უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე. ასეთ დივნის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს",- განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press