საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები თბილისში, მეტროსადგურ "რუსთაველიდან" პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ.
მსვლელობის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას შეუერთდებიან.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დედაქალაქის გარდა, აქციები ბათუმსსა და ქუთაისშიც არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლის დილის საათებში, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების დაცვის საბაბით, „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დაბომბვების სერიამდე 20 წუთით ადრე, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა.
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ, თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press