Foto

პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

„ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“  - საქართველოს პარლამენტთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია იწყება. 

ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. 

აქციას მეტროსადგურ "რუსთაველიდან" მსვლელობით შეუერთდნენ თბილისში მცხოვრები უკრაინელები.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია მოძრაობა. 

ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.  

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.