კიევი და უკრაინა არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ჰქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა რწმენა, მოქმედების რწმენა, გამარჯვების რწმენა და სწორედ ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ჩვენც ჩვენი ქვეყანა, - ასე მიმართა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებს კიევიდან.
ხოშტარიას თქმით, ემოციური განცხადებების ნაცვლად, კონკრეტული ხედვის აუცილებლობის დრო დგება.
"განსაკუთრებული პატივი მინდა გამოვხატო ჩვენი გმირების მიმართ, ვინც ჩვენი მშვიდობისა და თავისუფლებისთვის თავს სწირავს, თავს სწირავს იმპერიასთან ბრძოლაში. დღეს ჩვენს ერთობას მთელი მსოფლიო ხედავს - ერთობას განსხვავებული აზრების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, მაგრამ ერთობას იდეის გარშემო. იდეის - ეს არის თავისუფალი, ღირსეული და ევროპული ქვეყნის იდეა. მოგმართავთ კიევიდან, ადგილიდან სადაც ღირსება არ არის სიტყვა, არამედ არის ყოვედლღიური არჩევანი; ადგილიდან, სადაც მარცხდება იმპერია; ადგილიდან, სადაც ძალიან მალე იქნება გამარჯვება; ადგილიდან, სადაც შენდება ჩვენი მომავალი მათ შორის. დღეს თქვენ შეკრებით ამ საქმეში ჩვენი აგური დადეთ. კიევი და უკრაინა არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ჰქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა რწმენა, მოქმედების რწმენა, გამარჯვების რწმენა და სწორედ ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ჩვენც ჩვენი ქვეყანა. რწმენა, რომელიც ყველაზე მძიმე მომენტში გეუბნება - არ დაიღალო, არ დანებდე და გაიმარჯვებ. ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა ტყუილთან, ძალადობასთან, უღირსობასთან, სირცხვილთან, თავს მოხვეულ უიმედობასთან და ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გარდა რწმენისა, ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება გონიერება. მე კარგად მესმის, რომ გამარჯვება არ მოდის მხოლოდ მიტინგზე შეძახილებით. დღეს აღარ არის უბრალოდ ემოციური განცხადებების დრო. დღეს არის კონკრეტული ხედვის აუცილებლობა და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ჩვენს თავზე ვიღებთ. საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - საქართველოს პარლამენტთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. აქციას მეტროსადგურ "რუსთაველიდან" მსვლელობით შეუერთდნენ თბილისში მცხოვრები უკრაინელები. რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია მოძრაობა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press