უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, ომის წლისთავთან დაკავშირებით, საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს.
უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა იყო მისთვის ყველაზე ცუდი დღე სრულმასშტაბიანი ომის დროს.ზელენსკის თქმით, ყველაზე მძიმე იყო, როდესაც გათავისუფლებულ ბუჩაში ჩავიდა და დაინახა, რა გააკეთეს იქ რუსებმა.
"ყველაზე საშინელი დღე იყო ის დღე, როცა ბუჩაში რუსეთის სისასტიკე ვნახე. ალბათ ის, რაც დავინახე იმ მომენტში, როცა დეოკუპაცია მოვახდინეთ... ძალიან საშინელი იყო, იმის გამო, რაც არის... ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რეალურია - ეშმაკი სადმე არ არის, ის დედამიწაზე", - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს რუსეთის აგრესიას დამოუკიდებლად, პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე და აქ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორმა "საშინაო დავალება" სრულად შეასრულოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press