ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში შვედეთის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათი ცნობით, სანქციები შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის ომს, ავრცელებენ პროპაგანდას ან რუსეთს აწვდიან დრონებს, რომელსაც ის შემდგომ უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.
"ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარონ. ევროკავშირი ერთიანია უკრაინასა და უკრაინელ ხალხთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება",- აღნიშნულია განცხადებაში.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press