ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს, ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციასა და დამონების ყველა ფორმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, რითაც საქართველო პუტინიზმის ყველა ფორმას ამარცხებს.
"ეს არის ძალიან მძიმე დღე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა რომ გაგრძელდეს, ყველა ფორმით უნდა ვეომოთ ოკუპაციასა და დამონების ყველა ფორმას. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ომით, იარაღით, ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის - თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა მაინც თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ ყველა ფორმას პუტინიზმის იმიტომ, რომ ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა და ცხოვრობს. ამიტომ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს დაამარცხებს. საქართველოს გაუმარჯოს დღეს, 25 თებერვალს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press