აშშ დარწმუნებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური აღჭურვილობის მიწოდების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.
როგორც CIA-ს ხელმძღვანელმა CBS News-ს უთხრა, დაზვერვის ვარაუდით, ოფიციალურ პეკინს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
”ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და ასევე ვერ ვხედავთ მტკიცებულებებს ლეტალური აღჭურვილობის რეალური გადაზიდვის შესახებ", - განაცხადა ბერნსმა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში, CNN წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება რუსეთში დრონებისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შესაძლებლობას იკვლევდა. მსგავსი ტიპის ცნობა ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-მაც გაავრცელა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press