უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, გაზაფხულზე უკრაინა კონტრშეტევისთვის მზად იქნება.
როგორც სკიბიცკიმ გერმანულ მედიაჯგუფ Funke-თან ინტერვიუში აღნიშნა, "ზუსტი მომენტი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის დასავლური იარაღის მიწოდებაზე".
„ვფიქრობ, გაზაფხულზე ჩვენ მზად ვიქნებით კონტრშეტევისთვის“, - განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ და არ გამორიცხა, რომ უკრაინამ რუსეთში, ბელგოროდის ოლქში იარაღის საცავებს დაარტყას.
"უკრაინაზე თავდასხმები სწორედ იქიდან დაიწყება. ეს საფრთხეს უქმნის, მაგალითად, ხარკოვს", - თქვა მან და განმარტა, რომ კონტრშეტევის მიზანი „უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლებაა“.
„ჩვენ შევწყვეტთ მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანას 1991 წლის საზღვრებში აღვადგენთ“, - განაცხადა სკიბიცკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press