Foto

რუსებთან შერიგება და თანამშრომლობა მომდევნო ასი წლის განმავლობაში არ მოხდება - შმიგალი

მომდევნო ასი წლის განმავლობაში, რუსებთან შერიგება და თანამშრომლობა არ მოხდება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

როგორც შმიგალმა გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, საჭიროა, რუსეთი შეიცვალოს.

"შერიგება, თანამშრომლობა - არა, არა იქნება მომდევნო ასი წლის განმავლობაში. რუსეთი ჯერ უნდა შეიცვალოს. მოხდეს დემოკრატიზაცია, დემილიტარიზაცია და დენუკლეარიზაცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შმიგალმა რუსეთის ფედერაციასთან ომში ერთადერთი შესაძლო კომპრომისი დაასახელა - მტრის ჯარების სრული გაყვანა 1991 წლის საზღვრით დადგენილი უკრაინის ტერიტორიიდან.

"უკრაინა ვერ ხედავს კომპრომისებს მის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საზოგადოება ამას არ დაუშვებს", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.