ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული საფრთხის საპასუხოდ, აშშ, გერმანია და პოლონეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, სამხედრო მანევრების ჩატარების ადგილად კი, პოლონეთი განიხილება. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
პისტორიუსის თქმით, წვრთნები ქვეყანაში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას, ნატო-ს მოკავშირეებისა დ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის "ძალიან მკაფიო" სიგნალი იქნება.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დღეს ბევრად უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე გასული წლის 24 თებერვალამდე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვ. მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, ასრულებენ თავდაცვის ვალდებულებებს", - ამბობს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press