ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ცეცხლი დამხმარე ნაგებობაში ე.წ. საქვაბეს გაუჩნდა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორ თანამშრომელს ზედაპირული დაზიანებები აქვს მიღებული, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press