ხელისუფლებამ ილუზიის შესაქმნელად შექმნა პარტია "ხალხის ძალა", რომელიც ახდენს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეის დისკრედიტაციას, - ამის შესახებ, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ განაცხადა.
"ხელისუფლებამ მოასუფთავებინა ველი ალტ ინფოს, პატრიოტთა ალიანსს და მსგავს პარტიებს ცრუ პატრიოტული განწყობების და ფსევდოსუვერენულობის ილუზიების შესაქმნელად, შემდეგ შექმნა ე.წ. ხალხის ძალა, ძალიან დიდი ალბათობით პირადი შანტაჟების ხერხით, ოპოზიციური ველის "მოსუფთავების" შემდეგ ხელისუფლების ამოცანები ასე შეიძლება კლასიფიცირდეს:
პირველი ეტაპი - ახდენს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეის დისკრედიტაციას, პარტნიორების და მათი წარმომადგენლების დისკრედიტაციას ვითომდა სუვერენულობის დაცვის მიზნით.
მეორე ეტაპი - უკვე შექმნილი ნეგატივით მასცნობიერებაში, პრაქტიკულად გაანადგუროს არასახელისუფლებო სამოქალაქო ორგანიზაციები, როგორც გავლენის არასახელისუფლებო სივრცეები.
მესამე ეტაპი - ძალიან დიდი ალბათობით, ეს ეტაპი იქნება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. დისკრედიტაციით ხერხით, არასახელისუფლებო მედიისა და სამოქალაქო აქტივიზმის წინააღმდეგ გაჩნდება კანონები "შეურაცხყოფის", "ცილისწამების", "დაუდასტურებელი ინფორმაციის როგორც ცრუ ინფორმაციის" და ა.შ. მომიზეზებით. ამ ნაწილში უკვე განთავისუფლდება ველი არასამთავრობო სექტორის შემდეგ, არასახელისუფლებო მედიისა და სამოქალაქო აქტივიზმისაგან.
მეოთხე ეტაპზე - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ცენტრები აღარ იარსებებს ან გამარგინალდება, რაც პარტნიორი სახელმწიფოების ზეგავლენა დემოკრატიის გასაძლიერებლად დავა მინიმუმამდე, დაიწყება ინდივიდების, ცალკეული თავისუფალი ადამიანების რეპრესირება და თან კანონისმიერი დევნა, რისთვისაც ცალკე მარეპრესირებელი საკანონმდებლო აქტები შემუშავდება. საერთო ჯამში, აღარ დარჩება არანაირი სივრცე, რომელსაც ხელისუფლება არ აკონტროლებს, სრული ავტორიტარიზმისა და დიქტატის პირობები გადაიზრდება სრულ ტოტალიტარიზმში.
ჩემი წარმოდგენით და არც თუ ზედაპირული დაკვირვებით, ეს არის სახელისუფლებო ამოცანები, რომელსაც, ვუყურებ რა პოლიტიკურ, მედია და საზოგადოებრივ გარემოს, არასახელისუფლებო სივრცის ფუნდამენტურ შეცდომებს, ხელისუფლება თავის ზრახვებს, ასეთ რეჟიმში წარმატებით შეასრულებს. თუ გვსურს ამისგან თავის არიდება, მეტი თავისუფლება და მეტი კეთილდღეობა, ძირეულად უნდა შევცვალოთ ხელისუფლების მავნებლობასთან ოპონირების სტრატეგიაც და შინაარსიც." - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press