ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა "ვივამედში", - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილისთვის ევროინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფებების "კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხამდე დაყვანა" მიუღებელია.
"ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა "ვივამედში". ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ "ვივამედში", ეს ცოტა საკითხავია. როგორ შეიძლება ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს, რომ ამდენსაუკუნოვანი ლტოლვა ჩვენი ევროინტეგრაციის დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებაზე, რასაც სხვათაშორის ევროპული სასამართლოც კი ეთანხმება", - აცხადებს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი შვედეთის ელჩთან ერთად, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდა. როგორც ჰერჩინსკიმ განაცხადა, მინისტრს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით EU-ს 27 წევრი ქვეყნის საპროტესტო ნოტა გადასცეს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press